22 საათიანი დაკითხვის შემდეგ სამხრეთ კორეის ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურატურა დატოვა. პან კინ ხე კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი, რასაც ის ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს. სამხრეთ კორეის ექსპრეზიდენტს პარლამენტმა იმპიჩმენტი მოუწყო. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო.