ესტონეთში ნატოს საერთაშორისო კონტინგენტი შეჰყავთ. სახმელეთო ძალების ბატალიონთან ერთად ქვეყანაში ბრიტანულ სამხედრო ტექნიკას, ჩელენჯერ 2-ის ტიპის ტანკებს, ვარიორის ტიპის სამხედრო მანქანებსა და სადაზვერვო უპილოტიო თვითმფრინავებს შეიყვანენ. 130 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე ესტონეთში გასულ კვირას ჩავიდა. ბატალიონი ქალაქ ტაპას სამხედრო ბაზაზე განთავსდა. 2 დღის წინ კი ესტონეთში ნატომ 50 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე შეიყვანა. ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატოს სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გადაწყვეტილება ალიანსმა გასულ წელს ვარშავის სამიტზე მიიღო.