ტვიტერმა 376 ათასამდე აქაუნთი გააუქმა. ამის მიზეზი სოციალური ქსელით წარმოებული ტერორისტული პროპაგანდა გახდა. ტვიტერის წარმომადგენლების თქმით, ცენზურა მხოლოდ იმ მომხმარებლებზე გავრცელდა, რომელთა აქაუნთებიც ტერორისტული ორგანიზაციების პორპაგადისტულ ინფორმაციას შეიცავდა. ანალოგიური მიზეზით კომპანიამ გასულ წელს აქაუნთი 600 ათასზე მეტ მომხმარებელს გაუუქმა.