გერმანია თურქეთში იარაღის ექსპორტს ამცირებს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე გერმანიულმა მხარემ თურქეთისთვის გარკვეული სახის საბრძოლო მასალისა და იარღის მიყიდვაზე შეზღუდვა დააწესა. გერმანელი კანონმდებლების თქმით, არშემდგარი სამხედრო გადატრიალებისა და ერდოღანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ ოფიციალური ბერლინი თურქეთში იარაღის ექსპორტზე სიფრთხილეს იჩენს.