ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხების უკანონოდ მიღებაში ადანაშაულებენ. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის, სერგეი ლეშჩენკოს მტკიცებით, პოლ მანაფორტმა უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ე.წ. „ შავი სალაროდან „ 750 ათასი დოლარი მიიღო, რასაც დღემდე მალავს. რადას დეპუტატი მეტი დამაჯერებლობისთვის გადარიცხვების დოკუმენტებსაც ასაჯაროვებს. მანაფორტის წარმომადგენლები უკრაინელი დეპუტატის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.