შეერთებული შტატების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე ელექტრო გაჯეტების ატანა ბრიტანეთმაც აკრძალა. შეზღუდვა ლონდონის გადაწყვეტილებით ისეთი ქვეყნებიდან ჩასულ მგზავრებს შეეხებათ, როგორიცაა თურქეთი, ლიბანი, იორდანია, ეგვიპტე, ტუნისი და საუდის არაბეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეეებს შტატებში ან ბრიტანეთში გამგზავრების შემთხვევაში თვითმფრინავში პლანშეტების, ნოუთბუკებისა და DVD პლეერების ატანის უფლება აღარ აქვთ. აკრძალვა არ შეეხება სმარტფონებსა და მობილურ ტელეფონებს.