ანექსირებულ ყირიმში რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლებაში ავიაცია, სახმელეთო და საზღვაო ძალებია ჩართული. წვრთნაში 2000 ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნების დაწყებამდე რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე საზენიტო სარაკეტო სისტემა „ ეს-400 „ განათავსა.