საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. სამართალდამცველებმა BMW-ს მარკის ავტომობილის გატაცებაზე ორი პირი დააკავეს. ნაპოვნია გატაცებული ავტომობილიც.
საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
თბილისში, საბურთალოზე იარაღის მუქარით BMW-ს მარკის ავტომობილი ცოტა ხნის წინ გაიტაცეს.