ემა უოთსონი, რომელიც საზოგადოებამ ჰერმიონ გრეინჯერის როლით გაიცნო, ამჟამად ბელას როლს მოირგებს, ფილმში ''მზეთუნახავი და ურჩხული''. Walt Disney და Mandeville Films-ი, ბილ კოდონის რეჟისორობით, ახალ ერთობლივ ნამუშევარს გვთავაზობს. ემა უოთსნმა განაცხადა, რომ ბელას როლის გასათავისებლად რამდენჯერმე მოუხდა 1991 წლის ანიმაციის ნახვა, ხოლო სიმღერების სწავლაში ანიმაციის გამხმოვანებლები დაეხმარნენ.
1991 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის რიმეიქს, რომელიც დაწყევლილი პრიცნის სასახლეში მოხვედრილ ახალგაზრდა ლამაზმანზე მოგვითხრობს, 2017წლის 16 მარტიდან იხილავს მაყურებელი.
ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი თავდაპირველად რაიან გოსლინგს შესთავაზეს, რომლისგანაც “ლა ლა ლენდის” გადაღებების გამო თანამშრომლობა ვერ შედგა, ამიტომაც ურჩხულის როლი დენ სტივენსმა მოირგო, მასთან ერთად კი ფილმში ლიუკ ევანსს, იუენ მაკგრეგორის, იან მაკკელენის, ემა ტომპსონისა და ჯოშ გადის ვიხილავთ.
კრიტიკოსები ფილმს მაინც დადებითად აფასებენ და დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.