ბელარუსში ათობით შეიარაღებული მებრძოლი დააკავეს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობას გეგმავდნენ. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ მოგილევოში ვიზიტისას განაცხადა. „ისინი წვრთნას სპეციალურ ბანაკებში გადიოდნენ. ერთ-ერთი ბანაკი ბობრაუსისა და ოსიპოვიჩის რაიონში ჰქონდათ მოწყობილი. დანარჩენი ბანაკები კი სავარაუდოდ ლიტვასა და პოლონეთში ჰქონდათ. ბელარუსში მეხუთე კოლონა გააქტიურდა, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა სურს. მათ უცხოური სპეცსამსახურები მართავენ,“-აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.