მონიკა ბელუჩი კანის ფესტივალის წამყვანი იქნება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს. პრესტიჟული კინოფორუმი კანში 17- 28 მაისს გაიმართება. ლეგენდარული იტალიელი მსახიობი კანის ფესტივალს რამდენჯერმე სტუმრობდა. 2000 წელს მან კონკურსზე საკუთარი ფილმი წარადგინა, 2006 წელს კი ჟიურის წევრი იყო.