აშშ-ს ადმინისტრაციამ ფაქტობრივად აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედის აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერზე "იენი მუსავაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
ბაქოში ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თინა კეიდანოას მეშვეობით, ოფოიციალური ბაქოს მხრიდან გახშირებულ სამხედრო რიტორიკაზე ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით, რეაგირება მოხდინა.
კერძოდ, აშშ-მ აზერბაიჯანი გააფრთხილა, რომ "თუ რესპუბლიკა, მთიან ყარაბაღში, რაიმე სახის სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებას მიიღებს, აშშ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. მეტიც, ამერიკელები ფლობენ საიდუმლო ინფორმაციას აზერბაიჯანის ომისათვის მზადების შესახებ".
აღსანიშმავია, რომ თინა კეიდანაუ პოსტზე დანიშვნამდე კოსოვოში აშშ სპაციალურ წარმომადგენელად მუშაობდა და "კოსოვოს სცენარის" ერთ-ერთ "არქიტექტორად" ითვლება.
დამკვირვებელთა აზრით, საომარი ხასიათის განცხადებები, რომლებიც ბოლო დროს ბაქოდან ისმის, გამოწვეულია იმით, რომ ამჟამად სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებათა დღის წესრიგში ყარაბაღის სტატუსი დგას. აღნიშნული მოლაპარაკებები რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის შუამავლობით მიმდინარეობს და მათზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ განიხილება, ისე როგორც ამას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი მოითხოვს.