საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილის შეფასებით, ქუჩის საპროტესტო აქციები საკრებულოს მუშაობას უფრო საინტერესოს ვერ გახდის. მისი თქმით, ვიაღაცებს კვლავ ქუჩის აქციები ესიზმრებათ.
"ქუჩის საპროტესტო აქციები საკრებულოს სხდომებს უფრო საინტერესოს ვერ გახდის. ყველას თავისი მოსაზრება და განზრახვები აქვს - ზოგს ქუჩის აქციები ესიზმრება, ჩვენ კი გვინდა კეთიმოწყობილი თბილისი და კეთილდღეობაში მყოფი თბილისელები", - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულო ვერ იქცა იმ ორგანოდ, რომელიც საზოგადოებას უნდოდა და ამიტომ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოების ხმას, საპროტესტო აქციებიდან გაიგებენ.