აჭარის მთავრობის მეთაურმა აჭარის მთავრობის სხდომაზე 2010 წლის საბიუჯეტო გეგმის წარმატებით შესრულებაზე ისაუბრა.
პირველი ექვსი თვის მონაცემებით საშემოსავლო ნაწილი 4 მილიონ ლარზე მეტია. აჭარის პირველი პირის განცხადებით, თანხები სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება და ის ერთნაირად მოიცავს, როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე კულტურას, ტურიზმსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტები სპეციალურ დოკუმენტში გაიწერა. დღეს ამ საკითხზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი საუბრობდა. ვაჟა ბოლქვაძემ აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების საპროვატიზაციო ობიექტთა ნუსხაც წარმოადგინა.
აჭარის განათლების მინისტრმა მთავრობის წევრებს მიზნობრივი პროგრამები გააცნო. სექტემბრიდან ორი ახალი სასწავლებელი კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა და ხელოვნების, ფოლკლორისა და კულტურის კოლეჯი ამოქმედდება.
რაც შეეხება აჭარის ტელევიზიას, იმ მიზნით, რომ რეგიონის ამბები უფრო მასშტაბურად გაშუქდეს, ბიურო ყველა რაიონში გაიხსნება.