მოსკოვი დონეცკისა და ლუგანსკის მიერ გაცემული დეფაქტო დოკუმენტების აღიარებაზე უარის თქმას არ გამორიცხავს, თუმცა ამის სანაცვლოდ კიევს საკუთარ პირობებს უყენებს. ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, უკრაინამ დონბასში სამხედრო ოპერაცია უნდა შეწყვიტოს, კონფლიქტის ზონიდან შეიარაღება უნდა გაიყვანოს, დონბასს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიანიჭოს, ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმურად უნდა ცნოს და დონბასთან სოციალურ-ეკონომიკური კავშირები უნდა აღადგინოს. დეფაქტო რესპუბლიკებში გაცემული დოკუმენტები რუსეთში ლეგიტიმურად თებერვალში პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით გამოცხადდა.