ბარბარე ჯორჯაძის მიერ შეგროვებული ქართული კერძების ნაცნობი და უცნობი რეცეპტები ხელახალ კრებულად დაიბეჭდა.
პირველი კულინარიული წიგნი ქართული, სამზარეულოს შესახებ 1874 წელს სწორედ ჯორჯაძემ გამოსცა. მოგვიანებით კიდევ ერთი კრებული მისი ქალიშვილის მიერ დაიბეჭდა.
გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის მიერ განახლებული სრული სამზარეულო ილუსტრირებულია და ქართული კერძების სრულ ჩამონათვალს აერთიანებს, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც დღეს დიასახლისები და გურმანები განსხვავებული რეცეპტით ამზადებენ.