უზენაეს სასამართლოს 2 ახალი მოსამართლე ეყოლება.
პრეზიდენტმა პარალამენტს უკვე წარუდგინა - გიორგი შავლიაშვილის და პაატა ქათამაძის კანდიდატურები გიორგი შავლიაშვილი ბოლო 5 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს. იგი 2006 წელს აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
პაატა ქათამაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ადვოკატად, ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2006 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლედ.
კანონის თანახმად, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. შესაბამისად, ორივე კანდიდატურაზე ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, ხვალ კი მათ კანდიდატურებს პალამენტის სხდომაზე განიხილავენ.