ყოფილი "ალიანსი საქართველოსთვის" წევრებს საკრებულოში სვარაუდოდ ერთი ფრაქცია ექნებათ. ამის შესახებ დღეს, საკრებულოს 1-ელი სხდომის დაწყების წინ, ჟურნალისტებს "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა და საკრებულოს წევრმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მან, ზურაბ აბაშიძემ, და ვიქტორ დოლიძემ მიიღეს გადაწყვეტილბა და ისინი საკრებულოში ერთი ფრაქციით შევლენ. საგანელიძეს განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა "მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ ხიდაშელი ყოფილ პარტნიორებს აუცილებლად შეურთდება.
"მე საერთოდ მომხრე ვარ, რომ ის ადამიანები, რომელებიც ერთად შემოვედით საკრებულოში - ერთი პოზიციით, ერთი აზრით, ერთი პროგრამით ფრაქციაც ერთი გვქონდეს და ერთად ვუმუშაოთ, ერთად ვაკეთეოთ ის საქმე, რასც ჩვენს ამომრჩეველს დავპირდით. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მე ზურაბ აბაშიძემ და ვიქტირ დოლიძემ. იმედი მაქვს, რომ როცა ქალბატონი თინა ჩამობრძანდება ისიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა საგანელიძემ.