2007 წლის 1-ლი იანვრიდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით, თელავის რაიონულ სასამართლოს, რომელიც 2010 წლიდან ახმეტის და გურჯაანის რაიონულ სასამართლოებსაც აერთიანებს, არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონული სასამართლოდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში სასამართლომ 773 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. აქედან 492 საქმე განხილულია საპროცესო შეთანხმებით - 594 პირზე.