იწყება დაპირებების რეალური განხორციელება, _ განაცხადა თბილისის არჩეულმა მერმა, გიგი უგულავამ საკრებულოში მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, წინასაარჩევნო დაპირებების განხორციელება იწყება, რომელიც ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად უნდა იქნეს რეალიზებული. ამსთან, უგულავას უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის იმედი აქვს.
"იწყება დაპირებების რეალური განხორციელება. გარდა ამისა მოკლევადიანი, ამ შემთხვევაში 120 დღიანი გეგმის შემუშავება საშუალებას მოგვცემს უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან, რადგან ეჭვიც არ მეპარება რომ ოპოზიციონერ კოლეგებს აგრეთვე სურთ თბილისი უფრო კეთილმოწყობილი ქალქი იყოს, ხოლო თბილისელები დასაქმდნენ და შესაბამისად უკეთესად იცხოვრონ. ამასთანავე მე ვაპირებ ვიყო ყველა თბილისელის მერი. გზა, რომელიც იგება, ხიდი, სახურავი და კეთილმოწყობა ყევლა თბილისელისაა. ჩვენი კონკურენტი არა რომელიმე პარტია, არამედ ჩვენი ერთადერთი კონკურენტი უმუშევრობა და სწორედ მასთან ბრძოლას ვაპირებთ. თქვენი მხრადაჭერით მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა თბილისის მერმა.