თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოს 1-ლი სხდომის დაწყების წინ გადაუდებლად განსახორციელებელი ღონისძიებების 120-დღიანი პროგრამა წარადგინა. მისი თქმით, არჩევნები დასრულდა და თბილისი მერიამ და საკრებულომ ერთობლივი მუშაობით მოსახლეობას უნდა დაუმტკიცოს, რომ არჩევნებით არაფერი არ სრულდება
"გავაგრძელებთ აუცილებლად სხვადასხვა პროფესიის თბილისელებთან შეხვედრის ტრადიციასაც. ხვალაც შევხვდები თბილისელებს რათა სწორედ მათ შეაფასონ თუ რამდენად წარმატებულია ჩემი პროგრამა და ხომ არ დარჩა ეს წინასაარჩევნო დაპირებად. იმედი მაქვს, საქართველოს წევრებიც მათი პარტიული კუთვნილების მიუხედავად ქალაქის სხადასხვა უბნებში და საცხოვრებელი კორპუსების კედლებში ბევრად უფრო მეტ დროს გაატარებენ, ვიდრე კაბინეტებში. არჩევნები დამთავრდა და ჩვენ მივიღეთ თბილისელების მანდატი, შესაბამისდა იწყება ყოველდღიური შრომა ნდობის გასამართლებლად და დაპირებების შესასრულებლად", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, იგი მზად არის უკვე დღეს წარადგინოს იმ განსახორციელებელი ღონისძიებების პროგრამა, რომელიც 120 დღეში უნდა იქნას რეალიზებული და ეს იქნება საწყისი, პირველი ნაწილი 120 დღიაინი პროგრამისა, რომლის შესრულების ანგარიშს 120 დღეში ერთხელ თბილისელებს ჩააბარებენ.
"მზად ვარ პირველი ანგარიში წარმოვუდგინო მოქალაქეებს არა გაისად, არამედ დღეს. სწორედ ამიტომ, დღეს გთავაზობთ გადაუდებელი ზომების ღონისძიებებს, რაც უნდა განხორციელდეს 120 დღის განმავლობაში. ეს იქნება საწყისი პირველი ნაწილი 120-დღიაინი პროგრამისა, რომლის შესრულების ანგარიში 120 დღეში ერთხელ უნდა ჩავაბაროთ თბილისელებს. ჩვენი ერთობლივი მუშაობით ჩვენ დავუმტკიცებთ თბილისელებს, რომ არჩევნებით არაფერი არ მთავრდება", - აღნიშნა უგულავამ.