აშშ-სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თავისი კავკასიური ტურნეს ფარგლებში ივლისის დასაწყისში საქართველოს ეწვევა. ეს განცხადება ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ვალდას დომბოროვსკისმა გაზეთ "ვაშინგტონ პოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონახულების შემდეგ ჰილარი კლინტონი უკრაინასაც ეწევა.
დომბოროვსკისმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მოხარული იყო, როდესაც ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა მას აუწყა, რომ ივლისის დასაწყისში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მონახულებას აპირებს".
შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის პრესს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შესაძლო ვიზიტის შესახებ განცხადება გააკეთა.
"საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან, შესაბამისად მაღალი რანგის ვიზიტები ორი სახელმწიფოს შორის არაერთგზის განხორციელებულა. ამ ფორმით ვიზიტი გამორიცხული არ არის, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მხოლოდ ვიზიტის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ გახდება ცნობილი", _ აცხადებდა მანჯგალაძე.
რაც შეეხება უკრაინას, უკრაინული მედია, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კლინტონი უკრაინას ოფიციალური ვიზიტით 4-5 ივლისს ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ ჰილარი კლინტონის წინამორბედმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველო 2008 წლის ივლისში მოინახულა.