დღეს საკრებულოს პირველი სხდომის დაწყების წინ, ზაალ სამადაშვილმა საკრებულოს წევრებს თბილისის მერი გიგი უგულავა წარუდგინა და მას სიმბოლურად თბილისის გასაღები გადასცა.
გიგი უგულავამ საკრებულოს წევრებს არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და თბილისელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
"მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო არჩევნებში წარმატება და თბილისელების ნდობა, რაც რთული და მთლიანობაში წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად მოვიპოვეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისელებს მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს გუნდს ნდობა გამოუცხადეს. ჩვენი პროგრამა მარტივია და ამავე დროს შეიცავს დიდ პასუხისმგებლობას. თბილისი უკეთესი ქალაქია ვიდრე 5 წლის წინ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - განაცხადა უგულავამ
თბილსის მერის განცხადებით, იგი ეცდება მის ამომრჩევლს იმედები გაუმართლოს და ის პრობლემები მოაგვაროს, რომლის გადაჭრასაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას ჰპირდებოდა. უგულავას თქმით, მომდევნო 4 წელიწადში, მისი უმთავრესი პრიორიტეტი დასაქმება იქნება
"ჩვენი პრიორიტეტი დასაქმებაა. მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემი ერთადერთი მიზანი სწორედ ამ პროგრამის განხორციელბა ანუ თბილისელებისთვის მიცმეული დაპრების შესრულება იქნება. მათ მერად იმისთვის ამირჩიეს, რომ მოვაგვარო დასაქმების, სოციალური და კომუნალური მომსახურების, ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის და სხვა პრობლემები",- აღნიშნა უგულავამ
მისივე თქიმთ, იგი თბილისის მერის პოსტიდან პოლიტიკურ საქმიანობას არ გეგმავ რადგან უგულავას განმარტებით, პოლიტიკა მერის კომპეტენციაში არ შედის.
"არავითარ პოლიტიკურ საქმიანობას არ ვგეგმავ და ვიმეორებ იმას, რაც არაერთხელ მითქვამს საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას - დედაქალაქი მერობა არის 24-საათიანი შრომა თბილისელების დასასაქმებლად და არა ტრამპლინი საკუთარი დასაქმებითვის. შეიძლება შემომედავონ, რომ სწორედ პოლიტიკა არის მოქალაქეთა დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე და უმწეოთა დახმარბაზე ზურნვა. მე ვიტყვი, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ერთადერთ პოლიტიკას რასაც მე ვცნობ იქნება თბილისელთა დასაქმება, ჯანდაცვის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობა და უმწეო ადამიანების დახმარება", - აღნიშნა თბილისის მერმა.