პარტია "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საკრებულოში ყველა იმ საკითხს დააყენებენ, რასაც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაპირდნენ.
"ჩვენ აქ მოვედით იმ საკითხებით, რომელიც მოსახლეობისთვის უკვე კარგადაა ცნობილი და წინასარჩევნოდ დავაყენეთ. პრიორიტეტად კვალვ რჩება ჯანდაცვის სოციალური და დასაქმების პრობლემების მოგვარება. ჩვენ ხელისუფლებას არ მოვასვენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საკითხები გავიტანოთ", _ განაცხადა აბაშიძემ.