"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელის დავით საგანელიძის განცხადებით, ოპოზიცია შეეცდება საკრებულოს რეალური ფუნქცია დაუბრუნოს.
"აქამდე საკრებულო სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა და მხოლოდ თვეში ერთხელ იკრიბებოდა. მე დღესვე დავაყენებ ინიციატივას, რომ სხდომები ხშირად გაიმართოს და მას თავისი რეალური ფუნქცია დაუბრუნდეს", - აღნიშნა საგანელიძემ.