გუშინ, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში, 24 წლის გიორგი მაზმიშვილს მეხი დაეცა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
მაზმიშვილი ძლიერი დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფმა კიდევ ორმა ახალგაზრდამ გოჩა მუსაშვილმა და ბესო პოსოშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.