ცნობილ ამერიკელ მსახიობს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Chamber იტყობინება. ცერემონია დიდების ხეივანში გაიმართა. 2603-ე ვარსკვლავის ცერემონიალს ჰოლივუდის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. „ჯონ გუდმანს კინო და ტელემაყურებლების ბევრი თაობა მოჰყავდა აღფრთოვანებაში. მისი კარიერა 4 ათეულ წელს მოიცავს. ის მილიონობით ადამიანის საყვარელი მსახიობია, რომლებიც ბედნიერნი იქნებიან იმით, რომ ჯონის ვარსკვლავი დიდების ხეივანს დაამშვენებს,“-განაცხადა ცერემონიალზე დიდების ხეივნის წარმომადგენელმა ანა მარტინესმა. ჯონ გუდმანი ოქროს გლობუსისა და ემის მფლობელი მსახიობია. პოპულარობა მას კომედიურ სერიალ „როზანაში“ შესრულებულმა როლმა მოუტან
ა.