დღეს, 17 ივნისს, 12:00 საათზე, რუსთავის №1 დაწესებულების ბიბლიოთეკას სხვადასხვა ჟანრის 1000 წიგნი გადაეცემა.
ინიციატივა კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრს ნიკოლოზ რურუას ეკუთვნის. ბიბლიოთეკა განახლდება, როგორც შემეცნებითი ასევე საგანმანათლებლო და ისტორიული ჟანრის ლიტერატურით. ღონისძიებას თავად კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე დაესწრებიან.
კულტურის სამინისტრომ 1000-ზე მეტი წიგნი უკვე გადასცა ქსნის №7 დაწესებულებას.