ხვალ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ„ნოოსფერას" ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმების ფესტივალი „ქალი კადრში" გაიხსნება. ფესტივალი ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება და მისი მიზანი საზოგადოებისთვის ქალ კინემატოგრაფისტთა მიერ ქალთა უფლებებზე შექმნილი ფილმების წარდგენაა.
ფილმებში მოთხრობილია შთამბეჭდავი ისტორიები განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ქალებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და ირგვლივ არსებული გარემო უკეთესობისკენ შეცვალეს. ამასთან, ეს ნამუშევრები კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას იმ ბარიერებსა და სტარეოტიპებს, რომლებსაც ქალები თანამედროვეობაშიც აწყდებიან.
ფესტივალი ირანელი ქალი რეჟისორის, როხსარე გემ მაგამის ფილმით „სონიტა"გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში კი სამი დღის განმავლობაში ჩეხი, ფრანგი, ქართველი, ჰოლანდიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
9-10 მარტს კინოჩვენებები კინოთეატრ „რუსთველის" მე-3 დარბაზში 18:00 და 20:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია. ფესტივალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში ტარდება.