ტონი ბლერი ტრამპთან მუშაობას არ აპირებს. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბლერი ტრამპს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნას სთხოვდა. ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემამ „მეილ ონ სანდიმ“გაავრცელა.