საფრანგეთმა მარინ ლე პენი პრეზიდენტად არ უნდა აირჩიოს. ამის შესახებ ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ფრანსუა ოლანდმა „ლე მონდესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „თუ ის გაიმარჯვებს, ევროკავშირიდან საფრანგეთის გაყვანის პროცედურას აამოქმედებს, რაც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ევროპის მომავალზეც ნეგატიურად აისახება. ამიტომ, ჩემი მთავარი ამოცანაა, ის საფრანგეთის პრეზიდენტი არ გახდეს,“-აღნიშნა ლე პენმა.