ახალ საიმიგრაციო კანონმდებლობას ტრამპი ხელს სავარაუდოდ დღეს მოაწერს. ამის შესახებ გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალი“ იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ცვლილებები შევა დოკუმენტის პირვანდელ ვარიანტში, თუმცა როგორც გამოცემა ვარაუდობს, საიმიგრაციო შეზღუდვები ამერიკის ვიზებისა და მწვანე ბარათების მფლობელებზე აღარ გავრცელდება. 7 ისლამური ქვეყნის სიიდან, კი რომლის მოქალაქეებისთვისაც ტრამპს საზღვრის დროებით ჩაკეტვა სურს, ერაყს ამოიღებენ.