ხმელთაშუა ზღვაში 500-მდე მიგრანტი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაცია ნორვეგიული გემის ეკიპაჟმა ჩაატარა. გადარჩენილი ლტოლვილები გემით სიცილიაში გადაიყვანეს მათი უმრავლესობა ბანგლადეშის, პაკისტანის და სირიის მოქალაქეა. ისინი იტალიის სანაპიროებამდე მიღწევას ნავებით ცდილობდნენ. ერთ-ერთი მათგანი შტორმმა იმსხვერპლა.