ჯუზეპე ვერდის "აიდა"-ს პრემიერა - ფრანკო ძეფირელის დადგმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მისმა მუდმივმა ასისტენტმა, სტეფანო ტრესპიდიმ გადმოიტანა.
მთავარ პარტიებს იანო ალიბეგაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი გაგნიძე და გია ონიანი ასრულებდნენ. თბილისურ პრემიერას მაესტრო დანიელ ორენი დირიჟორობდა.
დღეს მთავარ პარტიებს თბილისის ოპერის სოლისტები შეასრულებენ, 7 მარტს კი - უცხოელი, მოწვეული საოპერო მომღერლები.
ოპერა იტალიელმა რეჟისორმა კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში 2001 წელს დადგა.
"აიდა" ქართულ სცენაზე პირველად 140 წლის წინ დაიდგა.
ოპერის მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს, კაიროში შედგა.