საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ახლად არჩეულ მერს, გიგი უგულავასა და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ხვდება.
"მივესალმები თბილისის პირდაპირი წესით არჩეულ მერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ჩვენ თვალწინ გაიზარდა თბილისის მერი გიგი უგულავა და მოერგო იმ თანამდებობას, რომელზედაც 5 წლის წინ დაინიშნა. უგულავა გაიაზრა და გაითავისა ის, რომ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს იმ სოციალური პრობლემების მოგვრება, რომელიც დედაქალაქში არსებობს, ეს ჩვენ ხალხმა დაგვაკისრა და სხვა გამოსავალი არ გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ასევე თბილისის საკრებულოს ყველა წევრს მიესალმა და აღნიშნა, რომ ახალი საკრებულო კვალიფიციური და მაღალი დონის კადრებითაა დაკომპლექტებული.
"ასევე მინდა მივესალმო საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც ღირსეულად ატარა ეს თანამდებობა რამდენიმე წლის განმავლობაში და საერთოდ თბილისის საკრებულოს ძალიან სიმპათიურ შემადგენლობას. ეს ვრცელდება საკრებულოს ყველა წარმომადგენელზე, მათ შორის ოპოზიციაზე, ხალხზე, ვინც საბოლოოდ ჩაჯდა თამაშის წესებში, რასაც ქართული დემოკრატია ჰქვია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.