სახელმწიფო დეპარტამენტს ახალი პრეს-სპიკერი ჰყავს. ტილერსონის უწყებაში პრეს-მდივნად ჰიზერ ნოიერტი დაინიშნა. 47 წლის ნოიერტი „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტი იყო. მას ტრამპის საყვარელი გადაცემა „ფოქსი და მეგობრები“ მიყავდა. ჟურნალისტი ტრამპის პოლიტიკის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიით გამოირჩეოდა.