სამხრეთ კორეაში ანტისახელისუფლო აქციები გრძელდება. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით სეულის ცენტრალურ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. პარალელურად პან კინ ჰეს მომხრეებმა პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გამართეს. სამხრეთ კორეის ლიდერს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მეგობარი ქალი ცოი სუნ სილი სახელმწიფო საქმეებში ჩარევასა და დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში დაადანაშაულეს. კორუფციულ საქმეში პრეზიდენტიც ფიგურირებს.