მალაიზიამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. კან ჩხოლს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მიეცა. ელჩის გაძევების მიზეზი ფხენიანის ლიდერის ნახევარძმის, კომ ჩონ ნამის მკვლელობის საქმეზე გაკეთებული განცხადება გახდა. დიპლომატმა ღიად განაცხადა, რომ მალაიზიური მხარის მიერ ჩატარებულ გამოძიებას არ ენდობა. კიმ ჩონ ნამი კუალა-ლუმპურის აეროპორტში 13 თებერვალს პარალიტიკური ტოქსინით მოკლეს.