ფრანსუა ფიიონის ცოლი ირწმუნება, რომ ქმართან სამსახურში კანონიერად იყო გაფორმებული და დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა. ამის შესახებ მან ადგილობრივი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი კორუფციულ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც დადგინდა, რომ საკუთარი ცოლი პარლამენტში თანაშემწედ ჰყავდა გაფორმებული და სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდა. ამის გამო ცოლ-ქმარი ფიიონები 15 მარტს დაკითხვაზე არიან დაბარებული.