იორდანიაში 15 პირი სიკვდილით დასაჯეს.  10 მათგანი ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, გასულ წელს ალ-ბააკის ბაზაზე თავდასხმა და ქრისტიანი მწერლის, ნაჰიდ ჰატარის მკვლელობა ედებოდა. სასიკვდილო განაჩენზე მორატორიული იორდანიაში 2014 წელს გაუქმდა.