მოსულს მოსახლეობა ტოვებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს დროებით თავშესაფრამდე მისაღწევად ათობით კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. მათ გადაადგილებას ხელს უამინდობა უშლის. თავშესაფრამდე მისულ ასობით ადამიანს სამედიცინო დახმარების გაწევა ესაჭიროება. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია 19 თებერვალს დაიწყო. სახელისუფლო ძალები და ქურთული რაზმები ქალაქის დასავლეთ ნაწილზე შტურმს კოალიციის ავიაციის დახმარებით ახორციელებენ.