უბედური შემთხვევა იტალიაში. ქალაქ ფორჯაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკს, რომელიც „დიდი გეტოს“ სახელითაა ცნობილი, ხანძარი გაუჩნდა, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა. გარდაცვლილები მალის მოქალაქეები არიან. ხანძარმა 5 ათასამდე კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.