ალ-ქაიდას ერთ-ერთი ცნობილი მთაური უსამა ჰაიდარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ტელეკომპანია NBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი იემენში ავიაიერიშს ემსხვერპლა. წერტილოვანი დარტყმა ავტომანქანაზე განხორციელდა, რომელშიც ჰაიდარი რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად იმყოფებოდა.