ძლიერი ხანძარი ფლორიდაში. 2 დღის წინ ტყის მასივში გაჩენილმა ხანძარმა ათობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. სტიქიამ ყველაზე მეტად პასკო ქაუნთის რაიონი დააზარალა. ხანძარი დასახლებულ რაიონებს უახლოვდება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.