რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიის სახელისუფლო ძალების მიერ მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს. შოიგუს უწყების წარმომადგენლის, სერგეი რუდსკოის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სირიის არმიამ რუსული ავიაციის მხარდაჭერით 52 დასახლებული რაიონი გაათავისუფლა. ჯამში ასადის არმიამ ისლამურ სახელმწიფოს 1700 კვადრატული კილომეტრის ფართობი დააკარგინა.