17 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ადვოკატი მარიამ წერეთელი პრესკონფერენციას გამართავს.საქმე ეხება არასრულწლოვნებს, რომელთა მამა გ. ფრიდონიშვილი გარდაიცვალა 2006 წელს და ბავშვებმა მემკვიდრეობით მიიღეს სახლი, რომელიც დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში 2007 წელს. 2008 წელს, საჯარო რეესტრში, ბავშვების საკუთრების უფლების მოწმობის რეგისტრაცია კანონსაწინააღმდეგოდ იქნა გაუქმებული ქ. თბილისის მერის პირადი განკარგულებით, ანუ მერმა მოახდინა ბავშვებისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა.
ადვოკატის გაცხადებით, მან მიმართა საეთაშორისო ორგანიზაციებს (გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდი UNIჩEF, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელს საქართველოში), რომელთაგან დიდი მხარდაჭერა მიიღო და მათი ძალისხმევით საქმე გადაგზავნილ იქნა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში განსახილველად. M
ადვოკატი აცხადებს, რომ მან მიმართა პირადად პრეზიდენტს და სთხოვა თანადგომა, რათა აღდგენილიყო არასრულწლოვნების გიორგი და ნინი ფრიდონიშვილების არსებითად დარღვეული და ხელყოფილი ფუნდამენტალური, კანონიერი, კონსტიტუციური უფლებები უკანონოდ ჩამორთმეული მემკვიდრეობის დაბრუნებაში.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წერილი გადაუგზავნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და თბილისის მერიას, ანუ დაუბრუნდა წერილი მათ, ვინც ჩაიდინა ეს უკანონობა", _ აცხადებს იგი.
2010 წლის ივნისში ადვოკატმა კიდევ ერთხელ მიმართა ევროსასამართლოს მეორე სექციის ხელმძღვანელს სალი დოლეს, მხედველობაში მიიღოს ის ფაქტი, რომ საქმე ეხება არასრულწლოვნების უფლებების ხელყოფას საქართველოს მხრიდან და ევროსასამართლოს რეგლამენტის 40-41 მუხლების შესაბამისად მოზარდებს მიენიჭოს პრიორიტეტი და საჩივარი უახლოეს ვადაში იქნას განხილული.