ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე, რომელიც ფხენიანის ლიდერის ნახევარძმის, კიმ ჩონ ნამის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, აცხადებს, რომ მალაიზიის ხელისუფლების შეთქმულების მსხვერპლი გახდა. რი ჩენ ჩოლის თქმით, მისი დაკავება ჩრდილოეთ კორეის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ყოფილი ეჭვმიტანილის თქმით, დაკავების შემდეგ მას დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ. რი ჩენ ჩოლის ბრალდება ვერ დაუმტკიცეს და წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევისთვის მას დეპორტაცია ელის.