ნატალი პორტმანს მეორე შვილი შეეძინა. ახალშობილ გოგონას მშობლებმა ამალია დაარქვეს. 35 წლის მსახიობისთვის ეს მეორე შვილია. ბენჟამენ მილიპიესგან მან პირველი ბავშვი 2011 წელს გააჩინა. პორტმანმა და მილიპიემ ერთმანეთი"შავი გედის" გადაღებებზე გაიცნეს, რომელშიც პორტმანი ბალერინას თამაშობდა. ამ როლისთვის მსახიობმა პირველი "ოსკარი" მიიღო.