პორტუგალიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სოციალურ ქსელ ფეისბუკზე წერს. 2016 წელის დეკემბერში უკრაინის პარლამენტმა თხოვნით მიმართა სხვა სახელმწიფოებს 1932-1933 წლების მოვლენები უკრაინაში გენოციდად ეღიარებინათ. ერთ-ერთი პირველი კიევის თხოვნა პორტუგალიამ დააკმაყოფილა.