მადრიდის რეალის ფორვარდი გარეთ ბეილი ორ მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. ლას პალმასის ფეხბურთელის, ვიერის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო მსაჯმა ბეილის ყვითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც მოწინააღმდეგის პროვოკაციას წამოეგო და უხეშობისთვის მეორე ყვითელი მიიღო. 27 წლის ფორვარდი კლუბს ეიბარსა და ბეტისთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.